.

Satrpialo Lyrics

ხოხბის ყელივით ლამაზი
ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემკენ იღიმის მაცდურად
ბინდი გადმეკრა თვალზედა
ნეტავი თუ გყავს ქამარია
მარტო რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო
არ მოგიცილებ მკლავზედა

შენს თავს არავის დავუთმობ
ვფიცავ ამ ჩემსა მზესაო
შენთვის გავწირავ სიცოცხლეს
შენთვისა შევძრავ მთრებსაო
ბევრს არასა გთხოვ მისმინე
ამ ჩემი გულის კვნესაო
ამაღამ ჩემთან გადმოდი
არაკებს გეტყვი ბევრსაო.

ჩაძინებულს რომ გნახვიდე
შვლის ნუკრის თვალებიანო
ქალავ შენს ახლოს ვერ მოვალ
გული არ შაგიფრთხიალო
მარტო დაგხედავ მძინარსა
ფრთხილად რომ შაგეხმიანო
იქნებ ჩურჩულით შაგკითხო
რა გესიზმრება ფრთიანო.
Report lyrics
Hamlet (1995)
Satrpialo Orovela Kakhuri Nana Gaprindi shavo mertskhalo Chela Tsintskaro Shavi Shashvi Imeruli nana Chona Zari Kalospiruli Berikatsi var Shen, bicho, anagurelo Daigvianes
Top Hamlet Gonashvili Lyrics