.

ვიცი, რომ Lyrics

ვიცი რომ გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა
ფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.

ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს,
ვიცი ისევ დავთვრები გაგიწყალებ გულს
ამ სიმღერას გავყიდი დაგახარჯავ ფულს.
ვიცი რომ გიყვარს კვლავ ლექსები ჩემი ხმა
და მეც აქ ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.
სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ
სულ წავალ შენს გვერდით სიმღერას დავტოვებ.
მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო
იოლად მისაჩვევი როგორც თამბაქო,
ყველაფერი ჩაივლის შევეგუოთ ბედს
ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს.

დღეს კი შენ მოგწონს კვლავ ეს ძველი სიმღერა.
ნუ ღელავ გრძნობები შენია სუყველა.
სიტყვები ხანდახან ვერაფერს ამბობენ
მე წავალ ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ.

ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს,
მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო
იოლად მისაჩვევი როგორც თამბაქო.
Report lyrics
The Best Of King (2014)
მენატრება ქაღალდის გემი მოდი აქ ნანასი აფრენ ვიცი, რომ Wooden Monkey სულს გამარჯობა დრო მანგო წყალს მაწონი (ბონუს სიმღერა) Hey Bird (ბონუს სიმღერა) Special (ბონუს სიმღერა) კაია (ბონუს სიმღერა) დრო (ბონუს სიმღერა)
Top ირაკლი ჩარკვიანი Lyrics